Friday, October 4, 2013

ქართველი?!

ვინმემ რომ გვკითხოს რა ეროვნების ხარო,უმალ ვუპასუხებთ ქართველიო!არც კი დავფიქრდებით და თან ისეთი ამაყები ვიქნებით ამ დროს.
 
ვინმემ რომ გვკითხოს რა ეროვნების ხარო,უმალ ვუპასუხებთ ქართველიო!არც კი დავფიქრდებით და თან ისეთი ამაყები ვიქნებით ამ დროს. საზღვარგარეთ რომ რამე ქართული იქნება,ასევე სიამაყით ავღნიშნავთ ეს ჩემი ქვეყნიდან არისო. როცა ვინმე შეგვეკითხება იცხოვრებდი თუ არა რომელიმე სხვა ქვეყანაშიო თავს გავიგიჟებთ,რას ამბობ?მე ჩემი ქვეყნის გარეთ რა მაცოცხლებსო! არადა რა ხდება?როგორ გამოვხატავთ მაინც ამ ჩვენს სიყვარულს,პატრიოტულს?რით ვამტკიცებთ რომ ქართველები ვართ?როგორ ვექცევით ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ძმებს? ყველას გვსვემია ქრისტეს გამყიდველ იუდაზე,რომელმაც ის 30 ვერცხლად გაყიდა. განა თითოეული ჩვენთაგანი არ ვართ იუდა როდესაც უსამართლობას ხელს ვაფარებთ და ფულის გამო ვივიწყებთ ჩვენს წარმომავლობას?!თავის გამართლება ვიცით, მე ჩემი აზრი მაქვს! მაშინ რატომ გიჩნდება პროტესტის გრძნობა როდესაც რომელიმე ადამიანი დაუმსახურებლად გეტყვის რამეს?თუნდაც უსამართლოდ.მასაც ხომ აქვს თავისი აზრი? მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენს თვალში დირესაც ვერ ვამჩნევთ და სხვას ბეწვს უმალ ამოვაცლით. ყოველ წამს ვხედავ დაკარგული ქართველის სახეს! ვერცხლის მოყვარე ახალგაზრდებს! განდიდების მანიით შეპყრობილ მოქალაქეებს!

No comments:

Post a Comment

დამიტოვეთ კომენტარი

Note: Only a member of this blog may post a comment.