Friday, October 4, 2013

მელანქოლია (1)

ისე ვიწროვდება ხანდახან ატმოსფერო..ჰაერიც ისე,ისე მძიმდება...... ისე ვიწროვდება ხანდახან ატმოსფერო..ჰაერიც ისე,ისე მძიმდება...... ნისლში გაეხვევა ხოლმე ადამიანები და მერე ვეღარ ვცნობ... ცხოვრება სცენაა-ო,სპექტაკლი... ჰო,ალბათ ასეა..ალბათ კი არა ასეა. მოტყუებული მაყურებლის ამპლუაში ხშირად დავრჩენილვარ.. ბევრჯერ შემყრია ბუხრის ახლოს,თბილად მჯდომს ნაცარი თვალებში... წვიმის წვეთებსაც ხშირად დაუნამავთ ჩემი თვალთახედვა...როგორი ვიწროა ეხლა ირგვლივ ყველაფერი... როგორ მენატრება ის ყალბი სპექტაკლები, მე რომ ბავშვივით ნამდვილი მეგონა.....

No comments:

Post a Comment

დამიტოვეთ კომენტარი

Note: Only a member of this blog may post a comment.