Friday, October 4, 2013

შავი არაა შავი,არამედ თეთრია


და რა რთულია დაანახო ადამიანს სიმართლე,როდესაც მისი დანახვა არ უნდა.აუხსნა რომ თოვლის სპეტაკი და თეთრია,როცა ის დარწმუნებულია მის სიშავეში.გააგებინო რომ ყოველი ახალი დღე ღვთის საჩუქარი და წყალობაა,როცა მას არც კი ჯერა ღვთის წყალობის და მადლის,რა ძნელია გზას აცდენილი ადამიანის მობრუნება სიკეთისკენ.როცა საქმე შენს უახლოეს ადამიანს ეხება,როცა ხედავ მისი სულის წარწყმედას,დაღუპვას,როცა შენი დაჟინებული მტკიცების მიუხედავად,მას მაინც არაფერი ესმის და ალბათ არც უნდა დაჯერება ჯიუტად. და რა ძნელია უყურო ყოველივე ამას,მაგრამ ალბათ ყველაფრის მიზეზი მაინც მცირე რწმენა და მონდომებაა ამაში მთავარი,თორემ მდოგვის მარცვლის ხელა რწმენას ხომ შეუძლია მთების გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე.ამის სიმცირეს განვიცდით ალბათ.ამიტომ არ გვძალუძს ალბათ ხანდახან დაღუპვის გზაზე მიმავალი ადამიანის შემოტრიალება სიკეთისკენ. განა დღეს არ შეიძლება ვინმე ავაზაკი,მემრუშე ან თუნდაც კაცის მკვლელი მომავალში დიდი სულიერების მქონე ადამიანი გახდეს? ჩვენზე ბევრად წინ მდგომი?შეიძლება.. მთავარია რწმენა! მონდომება! გვწამდეს და აუცილებლად გამოვა!

No comments:

Post a Comment

დამიტოვეთ კომენტარი

Note: Only a member of this blog may post a comment.