Friday, October 4, 2013

დაკარგული ადამიანობა

მაშინ როცა ყველა ღირსებას ვივიწყებთ,ზურგს ვაქცევთ პირველ რიგში უფალს და შემდეგ სხვა ყველაფერს.

გველი იცვლის ტყავს მაგრამ მაინც გველი რჩება. სამწუხაროდ ადამიანები იცვლიან სახეს და კარგავენ ადამიანობას..და თან ისე რომ ამას ვერც ხედავენ. როდის ხდება მთავარის დაკარგვა,ადამიანობის? მაშინ როცა ყველა ღირსებას ვივიწყებთ,ზურგს ვაქცევთ პირველ რიგში უფალს და შემდეგ სხვა ყველაფერს. როცა დიდება უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია ვიდრე ადამიანობა. როცა მე უფრო ჭარბობს და გვავიწყდება სხვები. შავი ჭირივით მოდებულია ირგვლივ საკუთარის თავის გატანის სურვილი. მოდებულია და ჰაერშია გამჯდარი,ისე ძლიერ რომ ყოველ დღე ღრმად ვისუნთქავთ და ვივსებთ ფილტვებს ამ სიბინძურით,რომელიც ნელ-ნელა გვცვეთს და გვაკარგვინებს ქართველი ადამიანის სახეს! გვავიწყებს ლოცვას და უფალს! ~

No comments:

Post a Comment

დამიტოვეთ კომენტარი

Note: Only a member of this blog may post a comment.