Friday, October 4, 2013

მხოლოდ დღევანდელი დღე?

დღევნდელი დღით დანაყრება და საკუთარ ტყავზე ხრუნვა მხოლოდ? 

 
აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არსებობს თითქმის ყველა საკითხზე,მაშიინაც კი როცა სადავო არაფერი იყო.თაობა იცვლება დროსთან ერთად,ეს ახალი არ არის,ამის დაწერით მე ვერ გაგაკვირვებთ,მაგრამ დღევანდელ დროს რომ გადავავლოთ თვალი მოვისმენთ შემდეგ რიგ საკითხებზე აზრს,რომ უნდა იცხოვრო დღევანდელი დღით, რომ მხოლოდ ერთხელ მოხვედი ამ ქვეყნად და სანამ დროა უნდა მოასწრო გართობა,დროის მხიარულად გატარება და ა.შ. მაგრამ აქვე საგულისხმოა ერთი ფაქტი,ვფიქრობთ კი ჩვენ ხვალინდელ დღეზე? რომელის ასევე მხიარულად გატრება გვსურს. რას მოგვიტანს მხოლოდ დღევანდელი დღით ფიქრი? დღევნდელი დღით დანაყრება და საკუთარ ტყავზე ხრუნვა მხოლოდ? ვიღაც ვიღაცაზე გაბრაზებული ადგება და გადაწყვეტს დაივიწოს მთელი სამყარო,გარდა საკუთარი თავისა და დარჩენილი დღეები გაატაროს სრულ მხიარულებაში. მეორე მიბაძავს პირველს,მესამეც ასე მოიქცევა და ჯაჭვური რეაქციით გადაიცემა ერთმანეთში. საბედნიეროდ ყველა არ უერთდება ამ აგორებულ სენს-რომელსაც დღენდელი დღით ცხოვრება ჰქვია მხოლოდ. არ გამოვრიცხავ იმ ფაქტს რომ უნდა ვიცხოვროთ ისე,როგორც უკანასკნელი დღე ჩვენს ცხოვრებაში,თუმცა ეს დღე უნდა იყოს მიზანმიმართული,ნაყოფიერი და სიკეთით სავსე.როგორც ილია ამბობდა ყოველი დღის ბოლოს საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ,რა სიკეთე ვქმენით დღეს.“ყოველ დღესა შენ თავს კითხე, აბა მე დღეს ვის რა ვარგე” გაზიარება: 

No comments:

Post a Comment

დამიტოვეთ კომენტარი

Note: Only a member of this blog may post a comment.