Friday, October 4, 2013

ყველა ადამიანი პიროვნება არაა

თავმოყავრეობა გონიერებასავითაა,რომელიც ძნელად იშოვნება ადამიანებში.ის ნიჭივით ან გაქვს ან არა. თავმოყავრეობა გონიერებასავითაა,რომელიც ძნელად იშოვნება ადამიანებში.ის ნიჭივით ან გაქვს ან არა. რთულია ადამიანს დაანახო თეთრიი ფურცელი,როცა ის შავად ხედავს. ყველა ხვდება ყოველთვის მისახვედრს, უბრალოდ ბევრს ურჩევნია მიუხვედრებელი სახე მიიღოს და ,,მოჩერჩეტოს" შთაბეჭდილება დატოვოს ვიდრე რეალობას თვალები გაუსწოროს. ადამიანს უნდა გააჩნდეს თავისი პრინციპები,ღირებულებები რომელსაც უნდა იცავდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აძლევდეს სხვას ცუდათ შეხების უფლებას. ხშირად საზოგადოება როდესაც ხედავს რომელიმე ინდივიდის უპირატესობას,მის ჩამოშორებას ცდილობს. თუნდაც იმით რომ მასზე მოახდინოს უარყოფითი გავლენა,რადგან მას არ შეუძლია გამოირჩეოდეს თავისი მეობით და პიროვნულობით,არც უნდა რომელიმე ინდივიდი იყოს ასე,ამიტომ ძალ-ღონეს არ იშურებს იმისთვის რომ მას ან ღირსება შეულახოს ან სახელი გაუტეხოს. მხოლოდ ორი ხელი,ერთი თავი და თვალები პირობითად, არ არის საკმარისი იმისთვის რომ გვერქვას ადამიანები.პიროვნებები... პიროვნულად ჩამოყალიბება ძალიან რთულია, რომელიც ყველა ადამიანს არ შეუძლია,რადგან ბევრი იმასაც კი ვერ ხვდება სად ილახება მისი ღირსება და სად კარგავს თავმოყვარეობას. 



No comments:

Post a Comment

დამიტოვეთ კომენტარი

Note: Only a member of this blog may post a comment.