Friday, October 4, 2013

გაბანალურებული რეალობა ანუ ნიღბიანი ადამიანები

როგორი დაუსრულებელია ეს თემა.

რა გამოლევს თეატრში როლებს,ასევე ცხოვრებაშიც. ალბათ ძალიან ბანალურად გაიჟღერებს რომ ვთქვა ,,ნიღბიან ადამიანებზე" მინდა ვთქვა რამეთქო. როგორი დაუსრულებელია ეს თემა.ყოველ ნაბიჯზე შეგვიძლია გადავაწყდეთ ტრაგიკომედიის ამსახველ ფრაგმენტებს,მსახიობებს.. ხანდახან როგორ ვეჩვევით ჩვენს მიერ შექმნილ ნიღბებს.საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია,რომ ცხოვრებაში ასეც უნდა იყოს,რომ აუცილებელიც კია ნიღბის მორგება,მაგრამ ადამიანებს შემდეგ უჭირთ რეალური სახის დაბრუნება. როგორც ერთ ტყუილს მოსდევს მეორე,მესამე... ასე უსასრულოდ იცვლება ნიღბებიც,რომელიც რეალურ სახეს გვიფარავს... ხანდახან მორგებული ნიღაბი რეალურ სახეს საერთოდ შლის და მას არ აბრუნებს,ანაცვლებს ხელოვნურად შექმნილი ნიღაბი,ნამდვილ რეალურ სახეს..როგორ თავისუფლად შეუძლია უნიღბო ადამიანს სუნთქვა..მსუბუქად ცხოვრება..

No comments:

Post a Comment

დამიტოვეთ კომენტარი

Note: Only a member of this blog may post a comment.