Friday, October 4, 2013

მე და ჩემი ზამთარი

ხშირად მიფიქრია საიდან მოდიან ათასობით პაწაწინა ფიფქები.


ირგვლივ ყველაფერი საინტერესოა.. თოვლის ფანტელებიც კი.. ხშირად მიფიქრია საიდან მოდიან ათასობით პაწაწინა ფიფქები. მიყვარს გათეთრებულ ქუჩებში სიარული.როცა ვხედავ რომ გარეთ ყველაფერს თეთრი სამოსი აქვს გადაცმული,ასე მგონია თითქოს სუყველაფერი გასპეტაკდა,გულწრფელი და სუფთა გახდა.როგორ მინდა ასე იყოს მთელი სამყარო,თუნდაც ცოტა ხნით მაინც.ხანდახან თავს ავწევ და პირს გავაღებ ხოლმე,მინდა თოვლის ფანტელები გადავყლაპო-თითქოს ისევ ბავშვი ვიყო,არადა უვკე ჩემმა წელთ აღრიცხვამს წინ ორიანი დაიწერა,თითქოს ოროსანი ბავშვი ვიყო.. ზათარია,მაგრამ სულ არ მცივა..ზამთარია,მაგრამ ჩემთან გაზაფხულია..ნანატრი,თბილი და მარადიული... 

No comments:

Post a Comment

დამიტოვეთ კომენტარი

Note: Only a member of this blog may post a comment.