Friday, October 4, 2013

სიტყვებით გეფერები..

ახლა ღამეა და შენ გძინავს,მე კი სიტყვებით გეფერები.ახლა ღამეა. მთვარის შუქი ფანჯრის ზოლად ანათებს ოთახს, შენი სარეცელის გვერდით. გძინავს,მაგრამ არ ვიცი რამდენად მშვიდად. შენ ხომ ასე ძალიან დაგღალა არც ისე ტკბილმა ცხოვრებამ. შენდამი ისე მიჭირს გრძნობების გამოხატვა,არადა ყოველთვის ვგრძნობ,რომ ყველაზე მეტად სწორედ შენ მიყვარხარ. ღამესავით რამდენი შავი დღე გაგვიტარებია ერთად,რამდენ გადაუღებელ წვიმისთვის გაგვიძლია კვლავ გამოდარების იმედით. დრომ თავიახლა ღამეა და შენ გძინავს,მე კი სიტყვებით გეფერები.. სი ქნა,შეგვაჩვია ყველაფერს,ასე ცხოვრებასაც. განა შენ ან მე ვინატრებდით ამას? მაგრამ ხომ იცი, უფალი ადამიანს იმაზე დიდ ჯვარს არ მისცემს,რისი ტარებაც არ შეუძლია. ჩემთვის ყოველთვის ანთია მზე შენი სახით. მაშინაც როცა წვიმს,ცრის,თოვს.ყოველთვის შენ ხარ ჩემი ნათელი წერტილი,იმედი,საყრდენი კედელი,ამიტომ მინდა რომ მუდამ შენს გვერდით ვიყო. მინდა შენს ღიმილიან სახეს ვხედავდე,თავს მხნედ გრძნობდე და არ ჯიუტობდე. მინდა ჩემთან ერთად დგამდე შენც უფლისაკენ ნაბიჯებს,ერთად მივდიოდეთ იმ მარადიული გზისკენ,რომელიც მასთან მიდის..მინდა როგორც აქამდე,ახლაც ისევ ერთად ვიყოთ.. რამდენჯერ მინდოდა მეთქვა მიყვარხარ,ჩემთვის ძვირფასი ხარ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ამას შენ გეუბნევი. მეც არ ვიცი რატომ.. მრცხვენია? შეიძლება.. ახლა ღამეა და შენ გძინავს,მე კი სიტყვებით გეფერები.. 

No comments:

Post a Comment

დამიტოვეთ კომენტარი

Note: Only a member of this blog may post a comment.