Friday, October 4, 2013

მე ვსვამ კითხვას:,,ყველა კაცია ადამიანი?"

 ხშირად ამართლებს სახელი იმას რასაც აღნიშნავს? იქნება ეს ადამიანი,რაიმე დაწესებულება,ლიტერატურა თუ სხვა რამე?,,ყველა კაცია ადამიანი?!" ილიას სიტყვები მახსენდება და ვფიქრდები რომ დიდად არაფერი შეიცვლილა XX საუკუნის შემდეგ


ჯერ კიდევ როდის წერდა ილია ბედნიერ ერზე ლექსს,როდის ჩამოგვხსნა ნიღბები თავისი ნაწარმოებით ,,ყველა კაცია ადამიანი?!". ეპოქა იცვლება,შენობები ან ინგრევა ან ახალი იქმნება, ასევე იცვლება კულტურა,ზნე-ჩვეულება, ერთი რასაც ფერი არ გადადის საზოგადოებაა. ხალხი.ბრბო. დღესაც არ ერქმის ყველა კაცს ადამიანი,არ აღნიშნავს ყველა დაწესებულების სახელი იმას რის გამოც ქვია და უნდა ემსახურებოდეს. არ ვიცი რა ვთქვა,როცა სათქმელი,გასაპროტესტებელი ძალიან ბევრია. ხანდახან უბრალოდ მხოლოდ სიცოდვილი გრძნობა მეუფლება ბრაზის გავლის შემდეგ ყველა იმ ადამიანის მიმართ,რომელებიც ამოფარებული არიან სხვადასხვა ნიღბებს.გარედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს ხშირად,მაგრამ საკმარისია მასში ჩაიხედო უმალ იგრძნობ როგორ მძაფრად არის სიმყრალის და სიბინძურის სუნი. ,,ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქრო არ არის" (Richmond Optometry) ადამიანობა არ უნდა დავკარგოთ და საკუნის გავლის შემდეგ აღარ უნდა გაუჩნდეს თუნდაც ერთ ადამიანს იმის კითხვა, ,,ყველა კაცია ადამიანი?" -

No comments:

Post a Comment

დამიტოვეთ კომენტარი

Note: Only a member of this blog may post a comment.