Friday, October 4, 2013

ლერწამი ქარიან ამინდში ანუ მერყევი ადამიანები

 მაოცებს იმ ხალხთა სიმრავლე რომლებიც ფიქრობენ ერთს,ეთანხმებიან, ბოლოს კი როცა გადამწყვეტი მომენტი დგება ან ჩუმდებიან ან ეთანხმებიან უმრავლესობას

მაოცებს იმ ხალხთა სიმრავლე, რომელსაც არ გააჩნიათ საკუთარი აზრი. ლერწამივით არიან და ქარი სადაც დაუბერავს იქით გადაიხრებიან. ფიქრობენ ერთს,ეთანხმებიან, ბოლოს კი როცა გადამწყვეტი მომენტი დგება ან ჩუმდებიან ან ეთანხმებიან უმრავლესობას. საინტერესოა თუ კი გრძნობს თითოეული ასეთი ადამიანი იმას, რომ ის ხდება სხვაზე დამოკიდებული, მარიონეტის როლს მორგებული? მაფიქრებს ერთი რამ, როდემდე უნდა იყოს ასე თითოეული ასეთი ადამიანი? მთელი ცხოვრება? როდის შესწევთ ძალა ბოლომდე თავისი აზრის დაცვის,თავისი სურვილის გამოთქმის. რატომ ყლაპავს მათ სურვილებს,ფიქრებს უმრვლესობის განსხვავებული აზრი? მაოცებს ძალიან ასეთი ადამიანები...

No comments:

Post a Comment

დამიტოვეთ კომენტარი

Note: Only a member of this blog may post a comment.