Friday, October 4, 2013

აგვისტოს ერთ-ერთი ქართველი გმირი

შენახარ ერთ-ერთი აგვისტოს ქართველი გმირი.. ჩემი საამაყო მარად...

მალე მოვა ის საშინელი დღე,რომელმაც 5 წლის წინ შენი თავი წაგვართვა.. ყველასთვის მძიმე დღე,რომელმაც ბევრ ქართველს და არამარტო ქართველს ატკინა გული,რომელმაც ბევრს წაართვა მამა,ქმარი,შვილი,მეგობარი,ახლობელი... მე შენი თავი.. თითქოს მალე გადის წლები,იმდენი რამ იცვლება ჩვენს ირგვლივ,იმდენ რამეს დააკლდი, ყველა ახალ ამბავზე ვფიქრობ,შენ რომ ყოფილიყავი ცოცხალი როგორ მიიღებდი მას,როგორ გაგიხარდებოდა ან გეწყინებოდა. აკლიხარ გულს,თვალს,გარემოს.. არ გამეორდება არასდროს შენი მსგავსება... არ იფიქრო,რომ რაც დრო გადის ვინმეს მიავიწყდე,ვინმეს გაუნელდეს უშენობისგან გამოწვეული ტკივილი,პირიქით ყველა უთქმელად გულში ვიკლავთ უშენობის განცდებს,ჩუმად,უთქმელად განვიცდით შენს აქ არ ყოფნას.. რა სანუგეშოა ჩემთვის შენი გმირობა,შენი ვაჟკაცობა,შენი საგანძური რომელიც დატოვე აქ.. რამდენი ნუგეში დაგვიტოვა უფალმა შენს სანაცვლოდ.. შენახარ ერთ-ერთი აგვისტოს ქართველი გმირი.. ჩემი საამაყო მარად... 

No comments:

Post a Comment

დამიტოვეთ კომენტარი

Note: Only a member of this blog may post a comment.